დაპირისპირება რეალის გასახდელში - რამოსმა მარსელო, ბენზემა და ისკო გააკრიტიკა
Aa
Aa

დაპირისპირება რეალის გასახდელში - რამოსმა მარსელო, ბენზემა და ისკო გააკრიტიკა

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, Diario Sport იტყობინება, რომ „რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი გასახდელში ისკოს, მარსელოსა და ბენზემას დაუპირისპირდა და თანაგუნდელები გააკრიტიკა.

Sport-ის ცნობით, რამოსი უკმაყოფილოა იმ თამაშით, რომელსაც აღნიშნული ტრიო მიმდინარე სეზონში აჩვენებს და მათ უკეთ ასპარეზობისკენ მოუწოდა. როგორც ირკვევა, ისკოს „სამეფო კლუბის“ ლიდერი უპასუხოდ არ დაუტოვებია და საკუთარი აზრიც დააფიქსირა. კატალონიური გამოცემა არ აკონკრეტებს შემდგომში რა მოხდა, თუმცა წერს, რომ დაპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელთა მიერ ნაჩვენებმა თამაშმა განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ „ელ კლასიკოს“ დროს ისკომ ზინედინ ზიდანი გააკრიტიკა. ესპანელმა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მოდრიჩსა და მარსელოს ასეთი რამ უთხრა: „თუ ჩემი შეცვლა უნდა, მოედნიდან 50-ე, ან მე-60 წუთზე გავყავარ. არის შემთხვევები, როცა ეს შესვენებაზეც ხდება, ხოლო როცა ძირითად შემადგენლობაში არ ვარ, მოედანზე მე-80 წუთზე შევდივარ“.

ცნობისთვის, Diaro Sport-ის მიხედვით, ისკოს სიტყვების შემდეგ, მარსელომ სიცილი ვერ შეიკავა და გასაკვირი არაა რამოსისგან ლექცია რომ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები