Aa Aa
25 ოქტომბერი 2020  |  20:52

"ეს უსამართლობაა" - ანჩელოტი დინიეს წითელ ბარათზე

დასრულდა პრემიერ ლიგის მორიგი ტურის მატჩი "საუთჰემპტონსა" და "ევერტონს" შორის. მასპინძლებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს. ეს კი ანჩელოტის გუნდისთვის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იყო. მატჩის 71-ე წუთზე არბიტრმა სტუმართა მარცხენა მცველი ლუკას დინიე გააძევა. 

ამასთან დაკავშირებით იტალიელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა: "მსაჯის მოქმედება ხუმრობას გავდა. დინიეს ეს განზრახ არ უნდოდა. ვფიქრობ, რომ ბოლო კვირაში პიკფორდის და რიჩარლისონის მიმართ გამოვლენილმა აგრესიამ მსაჯზე გავლენა იქონია და ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო. ეს კი უსამართლობაა და აუცილებლად გავასაჩივრებთ."

ამ მომენტში "ევერტონი" 13 ქულით კვლავ პრემიერ ლიგის ლიდერია. მომდევნო მატჩს ანჩელოტის შეგირდები პირველ ნოემბერს "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში