ქვილითაიამ გაიტანა - ანორთოსისმა აპოელი დაამარცხა
Aa
Aa

ქვილითაიამ გაიტანა - ანორთოსისმა აპოელი დაამარცხა

დასრულდა კვიპროსის ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩი "ანორთოსისსა" და "აპოელს" შორის. მასპინძლებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

მატჩის მერვე წუთზე მასპინძლები ხორვატმა ბრანკო ვრგოჩმა დააწინაურა. მეორე ტაიმში კი ქართველმა გიორგი ქვილითაიამ გაიბრწყინა.

გიორგიმ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო რამდენიმე მეტოქე მოატყუა და უზუსტესი დარტყმით მოწინააღმდეგის კარი აიღო. აღსანიშნავია, რომ ქვილითაისთვის ეს მეორე გოლია კვიპროსის ჩემპიონატში.


შეგახსენებთ, რომ ქეცბაიას გუნდი 16 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. გათამაშებას კი 19 ქულით "აპოლონი" ლიდერობს. მომდევნო მატჩს "ანორთოსისი"  28 ოქტომბერს სტუმრად "აჩნასის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები