Aa Aa
22 ოქტომბერი 2020  |  17:11

ტესტის პასუხი კვლავ დადებითია - რონალდოს Covid-19 ისევ აქვს

პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს 13 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდგინდა. Sky Sports Italia გვამცნობს, რომ კრიშტიანუმ გუშინ კიდევ ერთი ტესტი ჩაიტარა და პასუხი კვლავ დადებითი იყო.

როგორც მოგეხსენებათ, 28 ოქტომბერს "ბებერი ქალბატონი" ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "იუვენტუსს" მასპინძლობს. ტურინელთა ხელმძღვანელობას კი იმედი აქვს, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელი მატჩში მონაწილეობას შეძლებს.

იმ შემთხვევაში თუ კოვიდ ინფექციის აღმოჩენიდან 10 დღის შემდეგ, ანუ 23 ოქტომბერს ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, მაშინ რონალდუ ვარჯიშს განაახლებს და კატალონიელების წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ გუშინდელი ტესტის პასუხი კვლავ დადებითი იყო. კრიშტიანუს "ბარსელონასთან" თამაშის მხოლოდ 1 შანსი აქვს. ეს შანსი კი ხვალ ტესტის პასუხზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა" და "ბარსელონამ" პირველი ტურის თამაშები მოიგეს. იტალიელებმა სტუმრად კიევის "დინამო" ალვარო მორატას დუბლის წყალობით 0:2 დაამარცხეს.

რაც შეეხებათ ესპანელებს, მათ შინ "ფერენცვაროში" 5:1 გაანადგურეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში