Aa
Aa

საშინელი სტარტი - რეალმა ანტირეკორდი დაამყარა

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი დონეცკის „შახტართან“ მარცხით დაიწყო და კლუბის ისტორიაში ახალი ანტირეკორდიც დაამყარა.

„ბლანკოსმა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე პირველ ტაიმში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო. აქამდე ანტირეკორდად 1990-91 წლების სეზონში „ბაიერნთან“ 1:3 წაგებული პირველი ტაიმი ითვლებოდა. საბოლოოდ, „სამეფო კლუბმა“ ის თამაში 2:4 დათმო.

მადრიდელებმა „შახტართან“ მატჩის პირველი ნახევარი 0:3 დათმეს, მეორე ტაიმში კი მოდრიჩისა და ვინისიუსის გოლებით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ქულის ასაღებად ეს არ ეყოთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ტაიმში „რეალმა“ 3 გოლი 2005 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. მაშინ „თეთრები“ ფრანგულმა „ლიონმა“ დაამწუხრა.

ზინედინ ზიდანის გუნდი მომდევნო მატჩს 24 ოქტომბერს, გასვლაზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ კვირაში კი ლიგის მეორე ტურის ეგიდით „გლადბახს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები