Aa Aa
21 ოქტომბერი 2020  |  17:42

"არ ვარ დარწმუნებული, რომ შენ ჟურნალისტი ხარ" - კლოპი პრესკონფერენციაზე გააღიზიანეს

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში იურგენ კლოპის გაწვრთნილი "ლივერპული" სტუმრად ამსტერდამის "აიაქსს" დაუპირისპირდება. როგორც წესი, მწვრთნელები მატჩის წინ პრესკონფერენციას მართავენ. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იყო და იურგენმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთმა მათგანმა კი გერმანელი სპეციალისტის გაღიზიანება გამოიწვია.

საღამომშვიდობისა კლოპ. საღამომშვიდობისა!

- გამარჯობა

ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. როგორც შენ თქვი ნახევარდაცვაში არ გექნება ტიაგო ალკანტარას კრეატიულობა და ზუსტი გადაცემები. ასევე არ გექნება სიმძლავრე და უპირატესობა მეორე სართულზე. ვირჯილ ვან დაიკი მსოფლიოში საუკეთესო მცველია. თქვენ ითამაშებთ ისეთი კომპაქტური და სწრაფი გუნდის წინააღმდეგ როგორიც აიაქსია. როგორ ფიქრობთ, გააქვთ რაიმე შანსი ტიაგოს და ვირჯილის გარეშე?

- არა! ღმერთო ისევ დაიწყო.. ჩვენ მაინც ვეცდებით! არ ვარ დარწმუნებული, რომ შენ ჟურნალისტი ხარ. შენ აქ შემთხვევით აღმოჩნდი?

"მერსისაიდელთა" თავკაცმა ღიად გამოხატა ჟურნალისტის მიმართ გაღიზიანება. შეგახსენებთ, რომ "ლივერპულს" ტრავმების გამო ვირჯილ ვან დაიკი და ტიაგო ალკანტარა დააკლდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ პრემიერ ლიგაში არასახარბიელო შედეგები აქვთ და 2 ტურის წინ კლოპის შეგირდები "ასტონ ვილასთან" 2:7 დამარცხდნენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში