Aa Aa
20 ოქტომბერი 2020  |  11:50

ბუნდესლიგის გუნდების სატრანსფერო ანალიტიკა!

სატრანსფერო ფანჯარა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და ბუნდესლიგის ახალი სეზონიც დაიწყო. გერმანულმა გუნდებმა საკმაოდ იაქტიურეს და ბუნდესლიგაში ბევრი ახალი სახეა.

გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონატი ცუდად დაიწყო, მაგრამ შემდეგ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და სიტუაცია დალაგდა. "დორტმუნდის ბორუსიამ" კი სინის მოგების კიდევ ერთი შანსი გაუშვა.

"ლაიპციგმა" ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად იასპარეზა. ნაგელსმანის შეგირდები ნახევარფინალში გავიდნენ. რაც შეეხება ბუნდესლიგას, მათ მე-3 ადგილი დაიკავეს. მიმდინარე გათამაშებაში კი ისინი პირველ ადგილზე არიან. სამი ჩატარებული მატჩი და მოპოვებული 9 ქულა.

"რეკორდმაისტერმა" სეზონი "შალკეს" განადგურებით(8:0) დაიწყო, თუმცა მომდევნო შეხვედრა ფლიკის გუნდმა "ჰოფენჰაიმთან" 4:1 დათმო.

ახლა კი განვიხილოთ ბუნდესლიგის გუნდების აქტივობა გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე.

მიუნხენელებმა ბოლო 2 დღეში 4 ფეხბურთელი დაიმატეს. მათ ესპანელი ნახევარმცველი მარკ როკა გადაიბირეს და ის წესით ტიაგო ალკანტარას შემცვლელი უნდა გახდეს. გუნდში იჯარის წესით დუგლას კოშტა დაბრუნდა, მაგრამ ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ განიხილება. ასევე "ბაიერნს" "მარსელიდან" მარჯვენა მცველი ბუნა სარი შეუერთდა. მიუნხენურ გრანდში კი ეს პოზიცია პრობლემატურია, რადგან ალკანტარას წასვლის შემდეგ ნახევარდაცვაში იოზუა კიმიხმა აიწია და მარჯვენა მცველის პოზიცია ვაკანტური გახდა.

მოულოდნელი იყო ჩუპო-მოტინგის ტრანსფერი, მაგრამ გარკვეულწილად გასაგები. პოლონელ ლევანდოვსკის ნომინალური შემცვლელი არ ჰყავდა და მისი ტრავმის შემთხვევაში გუნდი უთავდამსხმელოდ რჩებოდა. 

"ბაიერნმა" ახალგაზრდა ტალანტებიც დაიმატა. ნუბელი "შალკედან" და ტანგუი ნიანზუ პსჟ-დან. მთავარი შენაძენი კი ლეროი სანე გახლავთ.

გადავიდეთ "დორტმუნდის ბორუსიაზე" - შეიძლება ითქვას, მათი მთავარი "მოგება" ჯეიდონ სანჩოს შენარჩუნებაა. ინგლისელი ფეხბურთელის გადაბირებას "მანჩესტერ იუნაიტედი" ცდილობდა, მაგრამ მცდელობა მცდელობადვე დარჩა. კლუბმა ემრე ჯანი გამოისყიდა და ახლა ის "ბორუსიას" სრულფასოვანი წევრია. 

დორტმუნდელები ახალგაზრდა ტალანტების შეძენით ცნობილნი არიან და ამჯერად მათ "ბირმინგემიდან" 17 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგამი გადმოიყვანეს. გუნდი დატოვა აქრაფ ჰაკიმმა. როგორც იცით ის მადრიდის "რეალიდან" იჯარის წესით იყო მოყვანილი და ახლა მაროკოელი "ინტერის" საკუთრებაა.

მიმდინარე სეზონში "დორტმუნდის ბორუსია" ახალგაზრდა ტალანტებზე გახდა დამოკიდებული. ერლინგ ჰოლანდი, ჯეიდონ სანჩო, ჯოვანი რეინა და ჯუდ ბელინგამი - ისინი გუნდის შეტევის მამოძრავებელი ძალა არიან.

"ლაიპციგის" ჯერიც დადგა.. რედბულის კლუბი საკმაოდ სწრაფად ავიდა სიმაღლეებზე და დამკვიდრდა როგორც ბუნდესლიგის მესამე გუნდი.

გასულ სეზონში ნაგელსმანის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ, მაგრამ მათდა სამწუხაროდ ტიმო ვერნერმა კლუბი დატოვა და "ჩელსიში" გადავიდა. გერმანელის შემცვლელად "ზალცბურგიდან" ჰვანგ ჰე-ჩანი გადმოვიდა. პატრიკ შიკი კი ალექსანდრ სორლოთმა ჩაანაცვლა. გუნდი ასევე ჯასტინ კლიუვერტმა და ბენჯამინ ჰენრიქსმა დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგა კიდევ ერთმა ვარსკვლავმა კაი ჰავერცმა დატოვა. ახალგაზრდა გერმანელი, ტიმო ვერნერის მსგავსად "ჩელსიში" გადაბარგდა.

საბოლოო ჯამში წინ საინტერესო სეზონი გველოდება, თუმცა "ბაიერნის" დომინანტობის ფონზე რთული წარმოსადგენია, რომ ბუნდესლიგის სინი სხვა კლუბმა მოიგოს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში