Daily express: 50 მილიონი და "ჩელსი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს ამზადებს!
ბრიტანული Daily express-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, "ლურჯების" ხელმძღვანელობას იტალიური "ნაპოლის" საყრდენის, ამადუ დიავარას შეძენა მოთხოვა.
როგორც ირკვევა, "არისტოკრატთა" ბოსებმა საამისოდ 43 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაამზადეს, რაც დაახლოებით 50 მილიონ ევროს უტოლდება. ხოლო ფეხბურთელის გადმოსაბირებლად მუშაობას უახლოეს ხანში დაიწყებენ.
აი ტურინული გაზეთი Tuttosport კი, უფრო შორსაც წავიდა და დასძინა, რომ ლონდონელებმა ამ საკითხზე აურელიო დე ლაურენტისს სიტყვა უკვე ჩამოუგდეს და საწყის შეთავაზებად, სწორედ 50 მილიონი ევრო დაასახელეს.
19 წლის დიავარა "ნაპოლიში" აგვისტოში 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ, "ბოლონიადან" გადავიდა და მაურისიო სარის გუნდში ნელ-ნელა ძირითადის წევრადაც იქცა.
მომზადებულია express.co.uk-ის მიხედვით