რეკორდი ქართულ ფეხბურთში - ხატია ჭყონიამ მეტოქეს 15 გოლი გაუტანა
Aa
Aa

რეკორდი ქართულ ფეხბურთში - ხატია ჭყონიამ მეტოქეს 15 გოლი გაუტანა

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგაში უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა. „ლანჩხუთმა“ „ზარზმა“ ანგარიშით 19:0 დაამარცხა. ცხრამეტიდან თხუთმეტი ბურთი კი ერთმა ფეხბურთელმა, ხატია ჭყონიამ გაიტანა, რაც ჩვენს ფეხბურთში ყველა დროის რეკორდია. 

ქობულეთში დაბადებული ჭყონია, 29 გოლით, ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის ლიდერია. საქართველოს ნაკრებში გამართულ 25 შეხვედრაში კი მის ანგარიშზე 7 გოლია.

ხატია ჭყონია - "ლანჩხუთის" ფეხბურთელი 

შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთი" საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და ასპარეზობა უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უწევს. გურულთა მეტოქე 22 ოქტომბერს გასამართი წილისყრისას გაირკვევა.

ქუთაისში თავის შეხვედრა „ნიკემ“ მოიგო. თბილისურმა კლუბმა „მართვე“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონობის ტიტულის მიუახლოვდა, რომელიც გუნდისთვის ისტორიაში მეორე იქნება.

ჩატარებული 11 ტურის შემდეგ „ნიკეს“ 33 ქულა აქვს და ერთადერთი კლუბია, რომელსაც ქულა ჯერ არ დაუკარგავს. სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე 28 ქულით „ლანჩხუთია“, ხოლო მესამეზე 27 ქულით „მართვე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები