Aa
Aa

"გააუქმეთ ერთა ლიგა და მსოფლიო და ევროპა 2-2 წელიწადში ჩაატარეთ" - ვენგერის ნოვატორული იდეა

არსენ ვენგერი უეფა-ს ერთა ლიგის გაუქმებისა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების უფრო ხშირად ჩატარების იდეით გამოდის. ფრანგმა სპეციალისტმა, რომელიც 2019 წლიდან ფიფა-ს გლობალური ფეხბურთის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელია, ამის შესახებ გამოცემა Bild-თან ისაუბრა.

„ყოველთვის ყველას ვეუბნები, რომ სიხშირე არ აფუჭებს საერთო სურათს იმ შემთხვევაში, თუკი საქმე ხარისხიან პროდუქტთან გვაქვს. ამის ნათელი მაგალითი ჩემპიონთა ლიგაა, რომელსაც ხალხი ყოველწლიურად უყურებს.

ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად ნაკლები დიდი ტურნირი - ერთი მსოფლიო ჩემპიონატი და ერთიც ევროპის ჩემპიონატი. ისინი კი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გაიმართოს.

თუ ქუჩაში გავალთ და გამოკითხვას ჩავატარებთ, ბევრი ადამიანი ვერ ახსნის, რა არის უეფა-ს ერთა ლიგა. გავაუქმოთ ეს ტურნირი და აქცენტი უფრო პოპულარულ და ყველასთვის საყვარელ გათამაშებებზე გავაკეთოთ“.

ვენგერმა ასევე დასძინა, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ორ-ორ წელიწადში ერთხელ გამართვა ფეხბურთისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები