La Gazzetta Dello Sport:
Aa
Aa

La Gazzetta Dello Sport: "ბარსა" და ლიხტშტაინერი რეალურია!

იტალიური გამოცემის, La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, დიდი შანსია, "იუვენტუსის" 32 წლის განაპირა მცველი, სტეფან ლიხტშტაინერი, ზამთრის სატრსნფერო ფანჯრისას "ბარსელონაში" გადავიდეს. 

ამ ტრანსფერს ორი სერიოზული მიზეზი და წინაპირობა აქვს. ერთი რომ თავად შვეიცარიელს "ბებერი ქალბატონის" ძირითადში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს და მეორე - დაცვის მარჯვენა ფლანგზე "ბარსას" პრობლემები ყბადაღებული თემაა და არახალია, რომ ლუის ენრიკე, ამ პოზიციისათვის შესაფერის კანდიდატურას ეძებს. 

ამრიგად, თუკი ჩვენ აპენინელ კოლეგებს დავუჯერებთ, გარიგების წინააღმდეგი არცერთი მხარე უნდა იყოს, ხოლო თავად "იუვენტუსსაც" მას შემდეგ, რაც დანი ალვეში შეიძინა, ლიხტშტაინერის დაკარგვა, შეუვსებელ ბზარად არ უნდა ესახებოდეს. 

 

მომზადებულია gazzetta.it-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები