სალაჰის გმირული საქციელი - ეგვიპტელი უსახლკარო ადამიანს გამოექომაგა
Aa
Aa

სალაჰის გმირული საქციელი - ეგვიპტელი უსახლკარო ადამიანს გამოექომაგა

ეგვპიტის ნაკრებისა და "ლივერპულის" შემტევმა მოჰამედ სალაჰმა გმირული საქციელი ჩაიდინა. სექტემბრის მიწურულს, ერთ-ერთ დღეს გვიან ღამით 28 წლის ფეხბურთელი ბენზინ-გასამართ სადგურზე გაჩერდა. ბენზინის ჩასხმის მომენტში ეგვიპტელმა დაინახა, რომ იქვე უსალხკარო ადამიანს ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფი სიტყვიერ შერაცხყოფას აყენებდა.

მოჰამედი იმ წამშვე მათთან მივიდა და სიტუაციაში ჩაერია. სალაჰმა ბიჭებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განუმარტა, რომ ერთ დღეს შეიძლება ისინიც ამ მდგომარეობაში აღმოჩენილიყვნენ. 

მოგვიანებით THE SUN-ის ჟურნალისტი იმ ადამიანს დაუკავშირდა, რომელიც სალაჰმა დაიცვა და ხსენებული საღამოს გახსენება სთხოვა. მისი სახელია დევიდ კრეიგი.

"იმ მომენტში მო ისეთი მშვენიერი იყო, როგორიც სტადიონზეა. მან გაიგონა როგორ მლანძღავდნენ ბიჭები. მათთან მივიდა და უთხრა, რომ რამდენიმე წელიწადში შეიძლება ისინიც ჩემ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სალაჰმა 100 ევროიანი კუპიურა მაჩუქა და მხოლოდ ამ დროს მივხვდი, რომ ის მოჰამედი იყო და ჰალუცინაცია არ მქონდა.

უფრო კონკრეტულად გეტყვით, რომ ის ბიჭები ჩემ მდგომარეობას დასცინოდნენ და სამსახურის დაწყებისკენ მომიწოდებდნენ. მოჰამედმა კი საოცრება გააკეთა. ის ნამდვილი გმირია და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო." - განაცხადა დევიდმა

მერსისაიდელთა შემტევი ასეთი ფაქტებით ცნობილი გახლავთ. ის ძალიან ჰუმანური და კეთილი ადამიანია. ეს ამბავი კი ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები