Aa
Aa

"თავს საშინლად ვგრძნობ" - რაშფორდმა გულშემატკივრებს მიმართა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა დღევანდელი წაგების შემდეგ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გულშემატკივრებს მიმართა.

"პირველ რიგში მე "იუნაიტედის" გულშემატკივარი ვარ. ეს ჩემი კლუბია და ვამაყობ, რომ მათი მაისურის ტარების პატივი მხვდა წილად, მაგრამ ამით იმ გულშემატკივრების წინაშე, რომლებმაც დღეს ჩვენ გვიყურეს, თავს არ ვიმართლებ. მე ძალიან ვწუხვარ, თქვენ ბევრად უკეთესს იმსახურებთ.

სოციალური მედიისგან თავს შორს დავიჭერდი, მაგრამ თქვენ დაიმსახურეთ ჩემი ყურადღება, ჩემი მწუხარება და ჩემი ბოდიში. თავს საშინლად ვგრძნობ, მაგრამ გპირდებით ჩვენ ბევრად უკეთესად ვითამაშებთ." - განაცხადა რაშფორდმა.

შეგახსენებთ, რომ სულშერის გუნდი, მოურინიოს გუნდთან 1:6 დამარცხდა. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ბრუნო ფერნანდეშმა პენალტით გაიტანა. რაც შეეხებათ "დეზებს", მათი მხრიდან სონმა და კეინმა დუბლი შეასრულეს, ხოლო თითო გოლი სერჟ ორიემ და ნდომბელემ გაიტანეს.

მომდევნო მატჩს "იუნაიტედი" 17 ოქტომბერს "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო "დეზები" 18-ში "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები