ლინეკერი: „ფეხბურთელები მოედანზე აღარ ისაქმებენ. რა სჭირთ“?
Aa
Aa

ლინეკერი: „ფეხბურთელები მოედანზე აღარ ისაქმებენ. რა სჭირთ“?

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გარი ლინეკერი „ტოტენჰემსა“ და „ჩელსის“ შორის გამართულ მატჩში დაფიქსირებულ კურიოზულ შემთხვევას გამოეხმაურა. ლინეკერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა:

„უცნაური სცენა ვიხილეთ. ერიკ დაიერმა მოედანი დატოვა და გასახდელისკენ გაიქცა. მას ჟოზე მოურინიო მიჰყვა. შემდეგ დაიერი დაბრუნდა და თამაში განაგრძო. სავარაუდოდ, იგი საპირფარეშოში იყო. ფეხბურთელები მოედანზე აღარ ისაქმებენ. რა სჭირთ“?

შეგახსენებთ, რომ მატჩის 77-ე წუთზე ერიკ დაიერმა მოედანი დატოვა და გასახდელისკენ გაემართა. მაყურებელთა ნაწილს ეგონა, რომ ჟოზე მოურინიომ ინგლისელი ფეხბურთელი შეცვალა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად იყო. პორტუგალიელი სპეციალისტი მდგომარეობის გასარკვევად გასახდელში შევიდა და საპირფარეშოში მყოფი დაიერი აღმოაჩინა.

მატჩის შემდეგ, ინგლისელმა ფეხბურთელმა Sky Sports-თან კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „მოურინიო უკმაყოფილო იყო, მაგრამ ვერაფერს ვიზამდი. ბუნებამ მომიხმო... გავიგე, რომ მოედანზე ჩემი არყოფნის დროს ჩელსის მომენტი ჰქონდა და მიხარია მათ გოლი რომ ვერ გაიტანეს“.

„ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩის ძირითადი ფრედ, 1-1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი გამარჯვება „დეზებმა“ მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მოურინიოს გუნდის მხრიდან პირველი თერთმეტმეტრიანი სწორედ ერიკ დაიერმა გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები