ჯერარდი
Aa
Aa

ჯერარდი "სელტიკში"?

ბრიტანული Daily Record-ის ცნობით, "ლივერპულის" ლეგენდა სტივენ ჯერარდი შესაძლოა ევროპულ ფეხბურთს დაუბრუნდეს და გლაზგოს "სელტიკის" მაისური მოირგოს. 

მოგეხსენებათ, შოტლანდიურ კლუბს ამჟამად "ლივერის" ყოფილი თავკაცი ბრენდან როჯერსი უდგას სათავეში და როგორც ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა დაწერეს, მასსა და ჯერარდს შორის საიდუმლო შეხვედრა შედგა, რომლის თემაც "სტივი ჯი"-ს გლაზგოურ კლუბში გადასვლა იყო. 

წყაროს იქვე ჯერარდის სიტყვებიც მოყავს, რომლითაც მან გადაკვრით მიანიშნა, რომ შეიძლება "გალაქსი" მისი ბოლო პროფესიული კლუბი არც იყოს...

სტივიმ "ლივერპულის" რიგებში, 17 წლიანი კარიერის მანძილზე, ყველა ტურნირის ეგიდით 690 მატჩი ჩაატარა და 11 ტიტული მოიგო. 

 

მომზადებულია dailyrecord.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები