Aa
Aa

სპორტის მინისტრი: "სერია A-ს ყველა მატჩზე 8 ოქტომბრიდან 1000 კაცი დაიშვება"

იტალიის სპორტის მინისტრმა, ვინჩენცო სპადაფორამ საფეხბურთო მატჩებზე მაყურებელთა დასწრებაზე დამაიმედებელი კომენტარი გააკეთა.

„ამ ეტაპზე, 1000 კაცზე მეტს ტრიბუნებზე ვერ დავუშვებთ, მაგრამ 8 ოქტომბრიდან, როცა ახალი დადგენილება ამოქმედდება, ამის გაკეთება შეგვეძლება. სხვადასხვა შესაბამის პირებთან მჭიდრო კომუნიკაციაა და საკითხზე აქტიური მუშაობა გრძელდება.

როგორც ვხედავთ, სხვა ქვეყნებში ახალ ინფიცირებულთა კვლავ ძალიან დიდი რაოდენობაა, ამიტომ ჯერჯერობით არ ვთვლით, რომ სტადიონები 1000-ზე მეტი ადამიანისთვის უნდა გავხსნათ“.

როგორც ვიცით, 8 ოქტომბრამდე 1000 კაცის ტრიბუნებზე დაშვება ვენეტოს, ლომბარდიისა და ემილია-რომანიის რეგიონებში გასამართ მატჩებზეა შესაძლებელი, ამ თარიღიდან კი რეგულაცია სრულიად იტალიის მასშტაბით გავრცელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები