Aa Aa
22 სექტემბერი 2020  |  14:29

"იუნაიტედის" ახალი სამიზნე - ოსმან დემბელე

მას შემდეგ, რაც "წითელ ეშმაკებს" გარეთ ბეილის შეძენა არ გამოუვიდათ, ისინი ოსმან დემბელეზე გადაერთნენ. ინფორმაციას football espana ავრცელებს. თავად "ბარსელონას" ფრანგის გაყიდვა არ სურს, ამიტომ საქმე ერთწლიან იჯარას ეხება.

ასევე ვიგებთ, რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ოსმანის მთლიანი ხელფასი "მანჩესტერ იუნაიტედმა" უნდა დაფაროს. ცნობილია, რომ "ბლაუგრანას" ფინანსური კრიზისი აქვს და დემბელეს იჯარის შემთხვევაში სახელფასო ჭერი გამოთავისუფლდება. 

23 წლის ფეხბურთელს "ბარსელონას" რიგებში, ოფიციალურ შეხვედრაში, გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. აღსანიშნავია ისიც, რომ კიკე სეტიენის მეთაურობით ფრანგი არცერთ შეხვედრაში არ გამოჩენილა და ზოგადად მას "დორტმუნდიდან" გადმოსვლის შემდეგ მუდამ ტრავმები ტანჯავს. შეიძლება ითქვას, რომ მასში გადახდილი 120 მილიონი ევრო წყალში გადაყრილია. კლუბმა დემბელე ვერაფერში გამოიყენა. ასე რომ მის "წითელ ეშმაკებში" გადასვლას ეს გარემოებაც უწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი "ბარსელონაში" 2017 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან მხოლოდ 74 შეხვედრა ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში