''უნდა შევხვდეთ და ვისაუბროთ'' - ბერიძის თქმით გეგუჩაძე გუნდში რჩება
Aa
Aa

''უნდა შევხვდეთ და ვისაუბროთ'' - ბერიძის თქმით გეგუჩაძე გუნდში რჩება

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ გია გეგუჩაძის ბათუმის ''დინამოში'' დარჩენის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა კლუბის პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის განცხადებით გამოცდილი სპეციალისტი გუნდში უნდა დარჩეს და ქომაგები კონკრეტული მიზნისკენ სწრაფვისას ჩავარდნებს უნდა შეეგუონ.

არჩილ ბერიძემ გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' ისაუბრა.

არჩილ ბერიძე: ''გია გეგუჩასთან თანამშრომლობა არ შეჩერებულა. ის ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელია და იმედი გვაქვს, რომ მასთან თანამშრომლობა გაგრძელდება. ხვალ კლუბის ხელმძღვანელების შეხვედრაა, რომელსაც გია გეგუჩაძეც დაესწრება, ზეგ კი კლუბთან ერთად შევიკრიბებით და ყველაფერს გადავწყვიტავთ.

ჩვენი გუნდი სულ რაღაც 2-3 წლისაა. გია გეგუჩაძეს გუნდის შენებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. სადღაც იქნება ჩავარდნა, სადღაც იქნება წინსვლა და ჩვენ ყველა გუნდის ქომაგებთან ერთად ამას უნდა შევეგუოთ.

გია გეგუჩაძის საკითხს მე არ ვაყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა რაღაც ეტაპზე დგას.

როცა მიზნისთვის ვიბრძვით და შეფერხებაა, უნდა შევხვდეთ და წარუმატებლობის მიზეზებზე ვისაუბროთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლუბის შენების პროცესი შეჩერდება.

ვინც ფიქრობს, რომ ქართული ფეხბურთი წინ არ მიდის, ასე არ არის, რაც თბილისის ''ლოკომოტივმა'' ევროპა ლიგაზე კარგად აჩვენა. თბილისურ კლუბს მოსკოვის ''დინამოსთან'' გამარჯვებას ვულოცავ''.

მასალაში გამოყენებულია ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები