არეულობა პარი სენ-ჟერმენში - ფეხბურთელებმა ტუხელის რწმენა დაკარგეს
Aa
Aa

არეულობა პარი სენ-ჟერმენში - ფეხბურთელებმა ტუხელის რწმენა დაკარგეს

ფრანგული გამოცემა RMC Sport-ის მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები ტომას ტუხელის ტაქტიკასა და მეთოდებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და გერმანელი სპეციალისტის რწმენა დაკარგეს. „მარსელთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, გასახდელში კატასტროფული ატმოსფერო სუფევდა და მოთამაშეებს ისეთი შთაბეჭდილება დარჩათ, თითქოს ტუხელმა მატჩში ცვლილებების შეტანა ვერ მოახერხა.

RMC Sport-ის ცნობით, ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან იმ ფაქტით, რომ პსჟ-ს გუნდურობა აკლია, ნახევარდაცვა კრეატიულობით არ გამოირჩევა და ტუხელის ტაქტიკა კონკრეტულ ინდივიდუალებზეა აგებული. მოთამაშეთა შორის გერმანელი სპეციალისტის სათამაშო სქემასთან დაკავშირებით ასეთი ხუმრობაცაა გავრცელებული - „როცა ბურთს მიიღებ, ის ნეის გადააწოდე. ყოველთვის ნეი მოძებნე“.

აღსანიშნავია ისიც, რომ პსჟ-ს რამდენიმე ფეხბურთელის აზრით, მარკინიოსი ცენტრალური მცველის პოზიციაზე უნდა ასპარეზობდეს და არა საყრდენ ნახევარმცველად.

ფრანგული გამოცემის მიხედვით, ტუხელის მაურო იკარდისადმი დამოკიდებულება კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს და მოთამაშეებს ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა გაუჩნდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები