Aa
Aa

გენტის თავკაცი ჩაკვეზე: „ვშიშობდით, რომ მუხლი დაიზიანა. სავარაუდოდ, წვივის კუნთი იტკინა"

„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვიმ დე დეკერმა ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე „რაპიდთან“ მოგებული მატჩის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.

„ჩაკვე პენალტის ეპიზოდში შესაცვლელი შეიქმნა. თავდაპირველად ვშიშობდით, რომ მუხლი დაიზიანა, თუმცა დიდი ალბათობით, ტრავმა წვივის უკანა კუნთზე მიიღო. ჯერ ყველაფერი გასარკვევია და საბოლოო დიაგნოზს უახლოეს საათებში გავიგებთ“.

შეგახსენებთ, რომ „გენტმა“ „რაპიდი“ 2-1 დაამარცხა და მეორე გოლი სწორედ ქართველი ფეხბურთელის დამსახურება გახლდათ. 58-ე წუთზე „ჩაკვემ“ სოლორეიდი განახორციელა, საკუთარი ნახევრიდან დაიძრა და მეტოქის საჯარიმომდე ირბინა, სადაც იგი წესების დარღვევით შეაჩერეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

სამწუხაროდ, გიომ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და იგი მოედნიდან ხელში აყვანილი გაიყვანეს. პენალტი კი გოლად იარემჩუკმა აქცია და „გენტს“ კომფორტული უპირატესობა მოუტანა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად „გენტი“ კიევის „დინამოს“ შეერკინება, რომელმაც „ალკმაარს“ 2-0 სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები