Aa
Aa

მილიკი რომაში? - ფეხბურთელმა პირადი დეტალები შეათანხმა

სპორტული გამოცემა Football italia გვამცნობს, რომ რომაელთა ხელმძღვანელობა აქტიურად ცდილობს არკადიუშ მილიკის შეძენას.

ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ კლუბმა პოლონელ ფეხბურთელთან პირადი დეტალები შეათანხმა. ახლა კი ჯერი "ნაპოლიზეა." სატრანსფერო თანხად 5 მილიონი ევრო სახელდება. აღსანიშნავია, რომ მილიკს საკუთარ გუნდთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს.

არკადიუშ მილიკი "ნაპოლიში" 2016 წელს, ამსტერდამის "აიაქსიდან" 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის თავდამსხმელმა 4 სეზონის მანძილზე 122 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 48 გოლი გაიტანა, ბოლომდე მაინც ვერ გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები, რადგან მას გამუდმებით აწუხებდა ტრავმები.

2016 წლის 9 ოქტომბერს მილიკმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და 127 დღის გამოტოვება მოუწია. ამის შემდეგ პოლონელმა 2017 წელს, კონკრეტულად კი 24 სექტემბერს მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო და 158 დღით იუქმა.

ჩამოთვლილის გარდა არკადიუშმა სხვადასხვა დროსაც მიიღო დაზიანებები და საერთო ჯამში მან "ნაპოლის" შემადგენლობაში 4 წლის მანძილზე 351 დღე და 61 თამაში გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები