კორონავირუსი - დიეგო სიმეონე ინფიცირებულია
Aa
Aa

კორონავირუსი - დიეგო სიმეონე ინფიცირებულია

სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო პაბლო სიმეონე კორონავირუსით დაინფიცირდა. 

ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ გუშინ საღამოს კლუბის მთავარ მწვრთნელს და სტაფის 2 წევრს კოვიდ ინფექციის სიმპტომები აღენიშნა. ჩატარებული ტესტების შედეგად დადგინდა, რომ Covid-19 მხოლოდ სიმეონეს აქვს. დანარჩენი წევრები კი ჯანმრთელები არიან.

ჯერჯერობით უცნობია ინფიცირების წყარო, მაგრამ ახლა არგენტინელი სპეციალისტი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და შესაბამის მკურნალობას გადის. 

დღეს სტარტი აიღო ლა ლიგის გათამაშებამ, მაგრამ "როხიბლანკო" თავის პირველ შეხვედრას 27 სექტემბერს "გრანადას" წინააღმდეგ გამართავს. ხსენებული თარიღისთვის სიმეონე დიდი ალბათობით გამოჯანმრთელებული იქნება და "ატლეტიკოს" გაუძღვება. მანამდე კი "ჩოლო" გუნდის ვერცერთ ვარჯიშს ვერ დაესწრება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები