მაგუაერი ისევ კაპიტნად? - სულშერმა გადაწყვეტილება მიიღო
Aa
Aa

მაგუაერი ისევ კაპიტნად? - სულშერმა გადაწყვეტილება მიიღო

ცნობილი ინციდენტის გამო ჰარი მაგუაერს არაერთი პრობლემა შეექმნა. ამჯერად საკითხი მის კაპიტნობას ეხება. ამასთან დაკავშირებით "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა კლუბის არხთან ინტერვიუ ჩაწერა.

"ჰარის რთული ზაფხული ჰქონდა და ის სხვებზე მეტს დაისვენებს. ამის შემდეგ ის კლუბს დაუბრუნდება და ჩვეულ რიტმში გააგრძელებს ცხოვრებას. მე აქ იმისთვის ვარ, რომ მაგუაერს მხარი დავუჭირო. ჰარი გუნდის კაპიტანი მომავალ სეზონშიც იქნება. ჩვენ არ გვაინტერესებს რა მოხდა საბერძნეთში.

ჩემთვის ის ტოპ ფეხბურთელებს შორის არის და მე მას ძალიან კარგ ადამიანად ვთვლი, რომელსაც შესანიშნავი იუმორი აქვს. ვიმედოვნებ, რომ ჰარი საუკეთესო სეზონს ჩაატარებს." - განაცხადა სულშერმა

შეგახსენებთ, რომ შვებულებაში მყოფმა ჰარი მაგუაერმა, საბერძნეთში ერთ-ერთ საღამოს ჯერ ტურისტზე ფიზიკურად იძალადა, ხოლო შემდეგ სამართალდამცავზე გაიწია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა პოლიციელს, ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ქრთამიც კი შესთავაზა. საბოლოო ჯამში სასამართლომ "წითელი ეშმაკების" კაპიტანს 21 თვით და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები