შენგელიას 13 ქულა - ცსკა-მ ზენიტი დაამარცხა
Aa
Aa

შენგელიას 13 ქულა - ცსკა-მ ზენიტი დაამარცხა

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ნევის თასზე ასპარეზობა მოგებით დაიწყო. „არმიელებმა" პირველ შეხვედრაში მძიმე ბრძოლა გადაიტანეს და „ზენიტს" 2 ქულით, 80-78 სძლიეს. გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა მილუტინოვმა ორქულიანი ჩააგდო და „ლურჯ-წითლებს" მოაგებინა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თოკომ პარკეტზე 20 წუთი გაატარა და აქტივში 13 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება ჩაიწერა.

შენგელიამ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მან 4 ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. ცსკა-ს რიგებში ქართველ მძიმე ფორვარდზე მეტი ქულა მხოლოდ მაიკ ჯეიმსმა გააკეთა, რომელიც 19 ქულით გამოირჩა. მილუტინოვი 11 ქულას დასჯერდა. კლაიბერნმა და ჰილიარდმა კი 10-10 ქულა მიითვალეს.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ცსკა-ს მაისურით პირველ ოფიციალურ შეხვედრას 23 სექტემბერს ჩაატარებს და VTB ლიგაზე ყაზახურ „ასტანას“ დაუპირისპირდება. მანამდე კი არმიელები რამდენიმე წინასასეზონო მატჩს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები