ნეიმარმა
Aa
Aa

ნეიმარმა "გრანადას" ფეხბურთელი კიბიდან დააგორა

"ბარსელონასა" და "გრანადას" შორის ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

ნეიმარსა და რუბენ ვეზოს შორის მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. ფეხბურთელებს შორის კამათი, მატჩის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა, გასახდელისკენ მიმავალმა ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ვეზოს ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა.

ამის გამო ნეიმარს არასპორტული საქციელისთვის დისკვალიფიკაცია ელის.

შეხვედრა "ბარსელონამ" რაფინიას გოლით 1:0 მოიგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები