კანკავას რეკორდი - ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებს 51-ედ უკაპიტნა
Aa
Aa

კანკავას რეკორდი - ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებს 51-ედ უკაპიტნა

ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებში, კაპიტნის რანგში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

გუშინდელ შეხვედრაში კანკავამ საქართველოს ნაკრები მოედანზე 51-ედ გაიყვანა კაპიტნის რანგში.

 

კანკავას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2004 წელს ალბანეთთან შედგა და ამ დროის მანძილზე მან 88 შეხვედრა გამართა,სადაც 10 გოლის გატანაც მოახერხა. 

შეგახსენებთ,რომ წინა რეკორდი ქალაქ თბილისის ამჟამინდელ მერს კახი კალაძეს ეკუთვნოდა. კახიმ ეროვნულ ნაკრებს 50-ჯერ უკაპიტნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები