ანანიძემ "სპარტაკთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.
ჯანო მოსკოვურ კლუბში 2007 წლიდან ირიცხება, მას პირველ გუნდში დებიუტი 2009 წლის ივლისში ჰქონდა. იგი "სახალხო გუნდის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც კლუბის მაისურით გოლი შეაგდო(16 წლის, 9 თვისა და 5 დღის).
2009 წლის ოქტომბერში მან უკვე რუსეთის ჩემპიონატში დაამყარა რეკორდი - 17 წლისა და 8 დღის ასაკში, ამ ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, ანანიძე "სპარტაკში" 2021 წლის 31 მაისამდე დარჩება.