იუვენტუსი სუარესის ალტერნატივად მორატას განიხილავს
Aa
Aa

იუვენტუსი სუარესის ალტერნატივად მორატას განიხილავს

ანდრეა პირლო სეზონის დაწყების მოახლოებასთან ერთად, შემადგენლობის საბოლოოდ დაკომპლექტებას ჩქარობს და საამისოდ, მას მხოლოდ ცენტრფორვარდის შეძენა რჩება.

ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ტურინელთა მთავარი სამიზნე „ბარსელონას“ ფორვარდი ლუის სუარესია, თუმცა „ბებერი ქალბატონი“ თადარიგს იჭერს და ურუგვაელის ტრანსფერის ჩაგდების შემთხვევაში მის შემცვლელად ალვარო მორატას მოიაზრებს.

იტალიაში სამუშაო ვიზასთან დაკავშირებით არაევროკავშირელთათვის ესპანეთისგან განსხვავებული წესები მოქმედებს და ეს ფაქტორი სუარესის ტრანსფერს აჭიანურებს, სწორედ ამიტომ „იუვე“ მორატასაც აკვირდება.

მორატას შეძენა სუარესისგან განსხვავებით, ტურინელებს უფრო ძვირი დაუჯდებათ, რადგან 27 წლის ესპანელ ფორვარდს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტი მას 36 მილიონ ევროდ აფასებს, „იუვენტუსი“ კი სავარაუდოდ უფრო მეტადაც შეაფასებს.

შეგახსენებთ, რომ მორატა ტურინელთა რიგებში 2014-2016 წლებში ასპარეზობდა. 93 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები