სახიფათო მომენტების გარეშე - საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ფრანგ თანატოლებთან დამარცხდა
Aa
Aa

სახიფათო მომენტების გარეშე - საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ფრანგ თანატოლებთან დამარცხდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით, 0-2 დასრულდა.

მატჩის პირველმა ტაიმმა ფრანგთა უპირატესობით ჩაიარა. „ლურჯებს“ გოლის გატანა რამდენჯერმე შეეძლოთ და ერთხელ ჩვენი კარი ძელმა იხსნა. სტუმრებმა ანგარიში 38-ე წუთზე გახსნეს და ბერიაშვილის ავტოგოლით ისარგებლეს.

მეორე ნახევარი იმავე სცენარით წარიმართა. ფრანგები ზონებს კარგად კეტავდნენ და საქართველოს ნაკრებს გააზრებული შეტევის წარმოება ძალიან უჭირდა. ჩვენებმა ორი მომენტი შექმნეს, მაგრამ რთულია რომელიმეს სახიფათო ვუწოდოთ. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 92-ე წუთზე დაფიქსირდა. გუგეშაშვილმა საჯარიმოში მბეუმო წააქცია და თერთმეტრიანი ედუარმა შეაგდო.

საფრანგეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს 6 ქულა დარჩა და მესამე ადგილზე იმყოფება. ვასილ მაისურაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს, ლიხტენშტაინის 21-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები