მორიგი ახალი სტადიონი - ფოთში სფფ-მ ფეხბურთის ცენტრი გახსნა
Aa
Aa

მორიგი ახალი სტადიონი - ფოთში სფფ-მ ფეხბურთის ცენტრი გახსნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოთის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიის ფარგლებში ფოთის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე სიმბოლური ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს მოყვარულთა თასის გამარჯვებული ფოთის „ჭაბონამა“ და სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ სფფ-ის გუნდი დაუპირისპირდნენ.

პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი განათებით, ტრიბუნით, გასახდელებითა და ადმინისტრაციული შენობით.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, UEFA-ს პროგრამა ჰეთ-თრიქისა და FIFA-ს პროგრამა ფორვარდ-ის თანდაფანინანსებით განხორციელდა.

საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას სრულიად უფასოდ შეძლებენ ფოთის საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა კლუბები. ტექნიკური ცენტრის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები