საქართველო-მოლდოვას მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო!
Aa
Aa

საქართველო-მოლდოვას მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის, საქართველო-მოლდოვა, ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთის შეძენა ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ ბმულზე შეუძლია: www.tkt.ge/geovsmol

ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

მატჩის ბილეთების გაყიდვა დინამო არენას სალაროებში 5 ნოემბრიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს, 21:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", ერთმანეთს საქართველოსა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

 

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები