Sports.ru: წამყვანმა ქვეყნებმა უეფა-ს ერთა ლიგის გაუქმების თაობაზე მიმართეს!
Aa
Aa

Sports.ru: წამყვანმა ქვეყნებმა უეფა-ს ერთა ლიგის გაუქმების თაობაზე მიმართეს!

არის შანსი, რომ კორონავირუსის გამო ერთა ლიგის გათამაშება 2019-20 წლების გათამაშება გაუქმდეს. საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა-ს შტაბ ბინაში დღეს გასამართ ონლაინ შეხვედრაზე მიიღებენ.

რუსული გამოცემა Sports.ru-ს ინფორმაციით, ტურნირის გაუქმების მთავარი ინიაციოტორები ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის წარმომადგენელი ქვეყნების ფედერაციები არიან.

მათი მთავარი არგუმენტებია:

  1. ახალი საფეხბურთო კალენდარი ძალიან გადატვირთულია და ფეხბურთელები დიდ დატვირთვებს მიიღებენ.
  2. საკლუბო ფეხბურთისგან განსხვავებით, სანაკრებო მატჩებს მაყურებლების გარეშე მოგება არ მოაქვთ.
  3. ვირუსის გავრცელება ნაკრებში უფრო რეალურია ვიდრე კლუბებში, რადგან ნაკრების ფეხბურთელებს მოგზაურობა უწევთ და შეკრებაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩადიან.
  4. ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა.

Sports.ru-ს გარდა, ერთა ლიგის შესაძლო გაუქმების ცნობა ბრიტანულმა Sun-მა და Mirror-მაც გაავრცელა. ყველაფერი დეტალურად უეფა-ს ვიდეოკონფერენციაზე დაზუსტდება.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის D დივიზიონში საქართველოს ნაკრები ჯგუფის გამარჯვებული გახდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი გათამაშების ნახევარფინალში გავიდა და ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 8 ოქტომბერს ბელარუსის ნაკრებს უნდა დაუპირისპირდეს. გამარჯვების შემთხვევაში კი 12 ნოემბერს მაკედონიისა და კოსოვოს გამარჯვებულს თბილისში უმასპინძლებს.

რაც შეეხება 2020/2021 წლების გათამაშებას, საქართველოს ნაკრები C დივიზიონში ასპარეზობს და ჯგუფურ ეტაპზე სომხეთის, ესტონეთისა და მაკედონიის ნაკრებთა წინააღმდეგ თამაში მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები