Aa Aa
14 აგვისტო 2020  |  17:02

გამოსასყიდი თანხა 10 მილიონია - ნინუამ პაოკ-ში სამედიცინო შემოწმება გაიარა

თბილისის ''დინამოს'' ფეხბურთელი ნიკა ნინუა კარიერას საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონ პაოკ-ში გააგრძელებს. ბერძნული მედიის ცნობით ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და უახლოეს საათებში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. მხარეები ოთხწლიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გასულ თვეში პაოკ-ის სპორტულ დირექტორად გერმანელი ოლაფ რებე დაინიშნა. პერსონალურად მას სურდა ნინუასთან კონტრაქტის გაფორმება. ოლაფ რებემ ნინუას შესახებ მთავარ მწვრთნელ აბელ ფერეირასთან ისაუბრა და პორტუგალიელი სპეციალისტისგან დადებითი პასუხი მიიღო. ისინი ქართველ ნახევარმცველში დიდ ტალანტს ხედავენ და მასთან მუშაობის დიდი სურვილი აქვთ.

21 წლის ნახევარმცველი 2016 წლიდან თბილისური კლუბის ღირსებას იცავდა. 2018 წელს ''დინამოს'' სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. საერთო ჯამში ევროტურნირებზე ''დინამოს'' მაისურით 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. მას ეროვნულ გუნდში არასდროს უთამაშია, თუმცა ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობის გამოცდილება აქვს.

პაოკ-ის ისტორიაში ქართველ ფეხბურთელს არასდროს უთამაშია. ნინუა გუნდის პირველი ქართველი ლეგიონერი გახდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები