Aa
Aa

არსენალმა ვილიანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

ლონდონის „არსენალმა“ ვილიანის გადაბირების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ფეხბურთელი ახალ კლუბში 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„მეთოფეებმა“ ბრაზილიელისთვის ბრძოლაში უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და იგი მაიამის „ინტერსა“ და „ბარსელონას“ არ დაუთმეს. ვილიანი მათ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბს საკუთარი მომავალი 3 წლით დაუკავშირა. მხარეებმა კონტრაქტს ხელი დღეს დილით მოაწერეს.

Daily Mail-ის ცნობით, ბრაზილიელის ყოველკვირეული ანაზღაურება 220 000 ფუნტი იქნება, რაც წლიურად 11.5 მილიონი ფუნტი გამოდის.

32 წლის შემტევმა „ჩელსი“ მას შემდეგ დატოვა, რაც „ლურჯებმა“ მხოლოდ 2-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს, სამხრეთ ამერიკელს „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩენა 3 წლით სურდა.

ვილიანი „არისტოკრატების“ მაისურით 2013 წლიდან თამაშობდა. კლუბმა მასში მახაჩყალის „ანჟის“ 35 მილიონი ევრო გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები