სიჭინავა  უკრაინის  I  ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
Aa
Aa

სიჭინავა უკრაინის I ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

უკრაინის რანგით მეორე ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ''ინგულეცის'' 25 წლის ქართველი თავდამსხმელი ნიკა სიჭინავა დასახელდა, რომელმაც ამავდროულად ბომბარდირობისთვის იბრძოდა, თუმცა 17 გოლით მეორე ადგილზე გავიდა და საუკეთესო ბომბარდირს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩა.

საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენაში კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პირველი ლიგის 2019-20 წლების სეზონის დასკვნით ტურში სიჭინავამ ბალკანის ''ზორიას'' გაუტანა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და შემდეგ სეზონში პრემიერ ლიგაში ითამაშებს.

ქუთაისში დაბადებული სიჭინავა ფოთის ''კოლხეთისა'' (2013, 2014-15) და თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' (2013-14) ყოფილი მოთამაშეა. 2016 წლიდან მოყოლებული უკრაინის რანგით მეორე ლიგაში ''ინგულეცის'' ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონი მის კარიერაში ყველაზე შედეგიანია.

2018-19 წლების სეზონში ''ინგულეცი'' უკრაინის თასის ფინალში გავიდა, სადაც დონეცკის ''შახტართან'' დამარცხდა. აღნიშნული შეხვედრა ''შახტარმა'' 4:0 მოიგო. გამარჯვებულთა მხრიდან ხოჭოლავა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ხოლო სიჭინავა მატჩის მიმდინარეობისას ჩაერთო თამაშში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები