Aa Aa
10 აგვისტო 2020  |  14:35

ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციოზე დინამოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია!

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფა-ს შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ტურნირზე საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ასპარეზობს.

როგორც გაირკვა, თუკი კახა ჩხეტიანის შეგირდები პირველ რაუნდში ალბანურ "ტირანას" დაამარცხებენ, მეორე ეტაპზე სერბეთის ჩემპიონ ''ცრვენა ზვეზდას'' და გიბრალტარულ ''ევროპას'' შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. მეორე ტაპზე გასვლის შემთხვევაში ''დინამო'' საკუთარ მოედანზე ითამაშებს.

''ცრვენა ზვეზდასა'' და ''ევროპას'' შორის ფავორიტი სერბული გუნდია, თუმცა ცხადია თანამედროვე ფეხბურთში პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.

2009-10 წლების სეზონში კახა კაჭარავას გაწვრთნილი  ''დინამო'' სერბულ გუნდს დაუპირისპირდა. ''დინამო არენაზე'' თბილისურმა გუნდმა 2:0 გაიმარჯვა, თუმცა ''მარაკანაზე'' ''ცრვენა ზვეზდამ'' 5:2 გაიმარჯვა და ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 25-26 აგვისტოს ჩატარდება. თუკი ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, შემდეგ ეტაპზე გამსვლელს დამატებითი დრო ან პენალტების სერია გამოავლენს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები