Sport: რონალდუს მომავალი გარკვეულია!
Aa
Aa

Sport: რონალდუს მომავალი გარკვეულია!

ესპანური სპორტული გამოცემის Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" კრიშტიანუ რონალდუს, დაუჯერებელი კონტრაქტი შესთავაზა. 

წყაროს მტკიცებით, თუკი რონალდუ "ბლანკოსში" მომავალი 5 წლის განმავლობაში დარჩება, იგი წელიწადში ხელფასის სახით, გასაოცარ თანხას, 23 მილიონ ევროს მიიღებს. 

ჯერჯერობით პორტუგალიელის პასუხი უცნობია, თუმცა როგორც ვარაუდობენ, ასეთ შეთავაზებაზე ის უარს არ იტყვის და "სანტიაგო ბერნაბეუზე" დარჩენით, კვლავ მსოფლიოს ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

ამ მომენტისათვის "სამეფო კლუბის" წარმომადგენლებსა და ფეხბურთელის აგენტს შორის მოლაპარაკებები, როგორც იწერება წარმატებით მიმდინარეობს. ასე რომ, ესპანური პრესა უახლოეს ხანში, კრიშტიანუს მომავალთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ელის. 

 

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები