Aa
Aa

თითქმის 5-თვიანი პაუზის შემდეგ - ევროპა ლიგა 1/8 ფინალური მატჩებით ბრუნდება

თითქმის 5-თვიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთის გულშემატკივარს ევროტურნირები ევროპა ლიგის 1/8 ფინალური მატჩებით უბრუნდება.

დღის მთავარი მატჩი გელზერკირხენში, „ფელტინს არენაზეა“, სადაც მილანის „ინტერი“ და „ხეტაფე“ მეოთხედფინალში გამსვლელს ერთმატჩიან დუელში გაარკვევენ. თამაშს ორივე გუნდი პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.

დანარჩენ 3 მერვედფინალურ წყვილში განმეორებითი შეხვედრებია. კოპენჰაგენში, „ტელია პარკენზე“ „კოპენჰაგენი“ თურქეთის მოქმედ ჩემპიონ „ბაშაქშეჰირთან“ 0:1 ჩამორჩენის აღმოფხვრას შეეცდება.

კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, დონეცკის „შახტარი“ გერმანულ „ვოლფსბურგს“ უმასპინძლებს. უკრაინელებმა გასვლაზე 2:1 მოიგეს და 1/4 ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვთ.

ყველაზე ნაკლებად დამაინტრიგებელი თამაში კი „ოლდ ტრაფორდზეა“, სადაც ავსტრიული ლასკი ჩადის. „იუნაიტედმა“ სტუმრად 5:0 მოიგო და ეს თამაში სრულ ფორმალობად აქცია.

ასე რომ, დღეს ევროპა ლიგის წლევანდელი სეზონის პირველი ოთხი მეოთხედფინალისტი გვეცოდინება, დანარჩენ ოთხს კი ხვალ გასამართი მატჩებით გავარკვევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები