Aa Aa
3 აგვისტო 2020  |  22:04

რევანშის აღების შანსი - ტაისონის ბოლო მეტოქემ მაიკი გამოიწვია

ირლანდიელმა მოკრივემ, კევინ მაკბრაიდმა, რომელთან ბრძოლის შემდეგაც, მაიკ ტაისონმა კარიერა დაასრულა, „რკინის მაიკი“ გამოიწვია. მაკბრაიდი TMZ Sports-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ მზადაა, ტაისონს რევანშის აღების საშუალება მისცეს.

„მაიკ ტაისონის წინააღმდეგ რინგზე კიდევ ერთხელ გასვლა ახდენილი ოცნება იქნებოდა. ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ თუ ჩემი და მაიკის ჩხუბი ჩაინიშნება, რამდენიმე დღით სამსახურიდან გამათავისუფლებს და ბრძოლისთვის მოსამზადებლად დროს მომცემს.

დარწმუნებული ვარ, მაიკს მარცხის გამო რევანშის აღება უნდა და თუ შანსი გამიჩნდება, მის წინააღმდეგ სიამოვნებით ვიჩხუბებ. მზად ვარ და გამორიცხული ნამდვილად არაფერია“.

შეგახსენებთ, რომ მაკბრაიდისა და ტაისონის დაპირისპირება 2005 წლის 11 ივნისს გაიმართა. ირლანდიელს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოსაპოვებლად 6 რაუნდი დასჭირდა. მეექვსე რაუნდის დასრულების შემდეგ, ტაისონმა და მისმა წარმომადგენლებმა ბრძოლის შეწყვეტა გადაწყვიტეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში