მაკარიძე ლეგიაში? - ქართველი მეკარე მოლაპარაკებას არ ადასტურებს
პოლონურ მედიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მაკარიძის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვით 30 წლის ფეხბურთელის გადაბირებით პოლონეთის ჩემპიონი ვარშავის ''ლეგია'' დაინტერესდა.
Will @oficialvfc sell? How much for?#CrystalSport: No talks between @LegiaWarsawEN & Makaridze yet
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) August 1, 2020
One of the best Goalkeaper in @ligaportugal
Las season, he has made just 32 appearances in @ligaportugal (13 Clean sheets)#Ekstraklasa #Portugal #Makaridze #legia pic.twitter.com/jPFPGTL4KO
პორტუგალიის ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ პოლონური კლუბის მხრიდან კონკრეტული წინადადება არ მიუღია და შესაბამისად მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
შესაძლოა, Legia.net-სა და პოლონური კლუბის ფორუმზე გავრცელებულ კულუარულ ინფორმაციას რეალური საფუძველი ჰქონდეს და მაკარიძის ტრანსფერთან დაკავშირებით ''ლეგიამ'' ოფიციალური შეთავაზება უახლოეს დღეებში გააკეთოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
''ლეგიაში'' ვაკო გვილია გამოდის, რომელმაც გასულ სეზონში მაღალ დონეზე ითამაშა და კლუბის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.
გასული სეზონი გიორგი მაკარიძისთვის ძალიან პროდუქტიული გამოვიდა. მისი დიდი ძალისხმევით ''სეტუბალი'' ელიტაში დარჩა. 30 წლის ქართველმა ლეგიონერმა პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, მათგან 13 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.
შეგახსენებთ, მაკარიძეს ასევე უთამაშია ''ლე მანში'', ''ფეირენსეში'', ''მორეირენსესა'' და ''რიუ ავეში''. 2019 წლიდან ''სეტუბალის'' ღირსებას იცავს.
ფოტო: gettyimages