ტოჩინოშინი იორიკირით დამარცხდა: ქართველის უარყოფითი ბალანსი ივლისის ბაშოზე
Aa
Aa

ტოჩინოშინი იორიკირით დამარცხდა: ქართველის უარყოფითი ბალანსი ივლისის ბაშოზე

ივლისის ბაშოზე ტოჩინოშინმა მესამე ბრძოლა გამართა და ამჯერად დასავლეთის მე-10 მაეგაშირა მიოგირიუსთან დამარცხდა. მან ქართველ მეტოქეს იორიკირით სძლია.

ლევან გორგაძემ სამი დაპირისპირებიდან ორი დათმო და ერთ შეხვედრაში გაიმარჯვა. ივლისის ბაშოს პირველ დღეს მე-11 მაეგაშირა შიმანოუმი იორიკირის ილეთით დაამარცხა. ივლისის ბაშოს მეორე დღეს, ტოჩინოშინი ნაცნობ მეტოქეს, მე-10 მაეგაშირა კაისეის დაუპირისპირდა და ბევრისთვის მოულოდნელად იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ივლისის ბაშოს დაწყებამდე ტოჩინოშინი CrystalSport-ს ესაუბრა:„ბაშოსთვის შესძლებისდაგვარად მოვემზადე. ერთობლივი ვარჯიშები არ გვქონია. რთული იქნება, მაგრამ შევეცდები ჩემი გულშემატკივარი გავახარო. მოგეხსენებათ, მაწუხებს ქრონიკული ტრავმები, რომელთაც ოპერაციის გარეშე ვერაფერს ვუხერხებ.

უკვე წელიწადზე მეტია ექიმი ოპერაციის გაკეთებას მთხოვს, მაგრამ თუ ქირურგიულ ჩარევას დავთანხმდები, აქტიური სპორტიდან წასვლა მომიწევს, ამიტომ ჯერ ოპერაციაზე უარს ვაცხადებ. ალბათ, ამდენი ტრავმის ფონზე დიდხანს ვეღარ ვიჭიდავებ და კარიერას მალე დავასრულებ. იქამდე შევეცდები, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად ამოვწურო და ბოლომდე ვიბრძოლო, სანამ ამის საშუალება იქნება. შემდეგ კი დავემშვიდობები სპორტს და ახალ ცხოვრებას დავიწყებ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები