მოურინიომ და კლოპმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს
Aa
Aa
14 ივლისი 2020  |  20:24

მოურინიომ და კლოპმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს

„ტოტენჰემისა“ და „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელებმა, ჟოზე მოურინიომ და იურგენ კლოპმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ „სიტის“ აპელაციის დაკმაყოფილება გააკრიტიკეს.

თებერვალში უეფამ „სიტის“ ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა „ქალაქელებმა“ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში, CAS-ში აპელაცია შეიტანეს და საბოლოოდ, დისკვალიფიკაციას გადაურჩნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას საფეხბურთო სამყაროში დიდი კრიტიკა მოჰყვა და საკუთარი პოზიცია „სიტის“ კონკურენტი გუნდების თავკაცებმაც დააფიქსირეს.

მოურინიო: „თუ სიტი დამნაშავე არაა, რამდენიმე მილიონით დაჯარიმება სამარცხვინო გადაწყვეტილებაა. თუ უდანაშაულო ხარ, საერთოდ არ უნდა დაისაჯო. მეორე მხრივ, თუ დამნაშავე ხარ, დისკვალიფიკაცია უნდა მიიღო. ნებისმიერ შემთხვევაში სამარცხვინო გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე.

არ ვამბობ, რომ სიტი დამნაშავეა. ვგულისხმობ იმას, რომ თუ არაფერი დაგიშავებია, ჯარიმის გადახდაც არ გიწევს. ვიცი, რომ მათთვის ფული პრობლემა არაა, მაგრამ რატომ უნდა გადაიხადო 10 მილიონი ევრო თუ უდანაშაულო ხარ?

თუ სიტის არაფერი დაუშავებია, გადაწყვეტილება სამარცხვინოა. თუ სიტი დამნაშავეა, გადაწყვეტილება მაინც სამარცხვინოა“.

კლოპი: „ჩემი აზრით, გუშინდელი დღე ფეხბურთისთვის კარგი ნამდვილად არ ყოფილა. პირადად მე, ფინანსურ ფეარ პლეის ვემხრობი და ვთვლი, რომ პატარა კლუბების დასაცავად და კონკურენციის შესანარჩუნებლად ეს წესი აუცილებელია.

იმედი მაქვს, ფინანსურ ფეარ პლეი მომავალშიც ძალაში იქნება. თუ მდიდარი კლუბები და ქვეყნები ფეხბურთში იმას გააკეთებენ, რაც მოესურვებათ, ვითარება რადიკალურად გაუარესდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები