„ქალი კი არა, კაცია
Aa
Aa

„ქალი კი არა, კაცია" - ბელარუსში ფეხბურთელის სქესის შემოწმებას ითხოვენ

ბელარუსის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში მოასპარეზე 18-მა ფეხბურთელმა ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციას ღია წირილით მიმართა. ისინი ეჭვობენ, რომ „დინამო-ბგუფკ“-ის მოთამაშე, სალიმატა სიმპორე კაცია და მისი სქესის შემოწმებას ითხოვენ.

„ბელარუსის ქალთა ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად დინამო-ბგუფკ-მ განაცხადში სალიმატა სიმპორე შეიყვანა. მალევე მასმედიის სხვადასხვა საშუალებებმა სტატიები გამოაქვეყნეს, რომლებშიც ამ ფეხბურთელის მდედრობითი სქესისადმი მიკუთვნებულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

დოკუმენტებზე და ვიზუალურ დაკვირვებებზე დაყრდნობით, ვითხოვთ, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაცია შექმნილ ვითარებაში გაერკვიოს. კერძოდ, გვსურს დამტკიცდეს აქვს თუ არა სალიმატა სიმპორეს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში თამაშის უფლება.

ფაქტებიდან გამომდინარე, ვითხოვთ, ფეხბურთელს შემოწმება ჩაუტარდეს და გაირკვეს რომელი სქესის წარმომადგენელია. ამასთან ერთად, გვინდა მისი ტესტოსტერონის დონეც შემოწმდეს“, - წერია ფეხბურთელთა ღია წერილში.

ბელარუსული კლუბის წარმომადგენლებმა ფეხბურთელთა ბრალდებებს აბსურდი უწოდეს და არგუმენტად მოიყვანეს ის, რომ მას ეკვატორული გვინეისა და ბურკინა ფასოს ნაკრებებში უამრავჯერ უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სიმპორეს სქესს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ბელარუსში რამდენიმე თვის წინაც წერდნენ, რომ იგი მამრობითი სქესის წარმომადგენელი გახლავთ. მანამდე კი, ეკვატორული გვინეის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ფრიჟერიომ ერთ-ერთ ბრაზილიურ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა: „როცა სიმპორე და მისი და დავინახე მითხრეს, რომ ისინი დები იყვნენ, რასაც ასე ვუპასუხე: „ხუმრობთ?! ეს ხომ კაცია"..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები