რუსული მედია - ბათუმის სტადიონი შთამბეჭდავია
Aa
Aa

რუსული მედია - ბათუმის სტადიონი შთამბეჭდავია

პოპულარულმა რუსულმა სპორტულმა ვებგვერდმა sports.ru-მ სტადიონების სია გამოაქვეყნა,რომელთა გახსნა 2020 წელსაა დაგეგმილი.

სტადიონების ჩამონათვალში ბათუმის არენაც მოხვდა,რომელიც აპრილის თვეში უნდა გახსნილიყო,მაგრამ მსოფლიოში გამეფებული პანდემიის გამო მისი საზეიმო გახსნა ცოტახნით გადაიდო.

არენის კონცეფცია შთაგონებულია ქართული ცეკვის ვნებებით - სტადიონის გარე ფასადი ქმნის დინამიკას და წააგავს კავკასიური ცეკვების „ქარბუქს“. 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი დღის საათებშიც კი შთამბეჭდავია, საღამოს კი ფასადის განათება ირთვება - ველით ორგანიზატორებისგან ლამაზ ლაით-შოუებს სტადიონთან“- ასე მოიხსენიებენ ბათუმის სტადიონს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები