''სამწუხარო და მიუღებელია'' - ზურაბიშვილი შენგელიას ტრანსფერზე
Aa
Aa

''სამწუხარო და მიუღებელია'' - ზურაბიშვილი შენგელიას ტრანსფერზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს ეხმაურება. ზურაბიშვილისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის რუსულ არმიულ კლუბში გადასვლა სამწუხარო და მიუღებელია.

''ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით.''

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ს რიგებში გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა. მოსკოველთა "ტვიტერის" ოფიციალური გვერდის ცნობით, შენგელიამ მათ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მან ცსკა-ს კალათბურთელის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა.

"მოხარული ვარ, რომ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ვითამაშებ და ერთი სული მაქვს მოთამაშეთა ამ შესანიშნავ ჯგუფსა და სამწვრთნელო შტაბს როდის შევუერთდები. იმედია, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და რუსეთის ჩემპიონატში ბევრ წარმატებას მივაღწევ", - განაცხადა 28 წლის ქართველმა.

შეგახსენებთ, 2019-20 წლების სეზონში შენგელია ''ბასკონიასთან'' ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები