Aa
Aa

ხამესი რეალს ზაფხულში დატოვებს - სამეფო კლუბი 25 მილიონ ევროზე მეტს ვერ მიიღებს

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca იუწყება, რომ ხამეს როდრიგესს „რეალში“ დარჩენა არ სურს და ზაფხულში „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვებას გეგმავს.

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა და ორივე მხარე თვლის, რომ ტრანსფერის გაჩარხვა მათ ინტერესებში შედის.

„ბლანკოსის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზადაა ხამესი გაასხვისოს, თუმცა წლეულს ყველაფერი სხვანაირადაა. გასულ ზაფხულს „რეალი“ 28 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 45-50 მილიონ ევროს ითხოვდა. ამჟამად კი, ეს თანხა განახევრდა.

Marca-ს მიხედვით, ხამესის სათამაშო ფორმისა და კონტრაქტის გამო, რომელიც 2021 წლის ზაფხულში იწურება, ფლორენტინო პრაქტიკულად იძულებულია კოლუმბიელი დაახლოებით 25 მილიონ ევროდ გაასხვისოს.

ესპანური გამოცემა 28 წლის ნახევარმცველის მომავალზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დიდი შანსია, მან კარიერა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. Marca-ს მიხედვით, ხამესის მიმართ ინტერესს „ევერტონი“, „არსენალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ვულვზი“ იჩენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები