Aa Aa
2 ივლისი 2020  |  11:19

"სეტიენი არაკომპეტენტურია" - დუგარმა ბარსას თავკაცი გააკრიტიკა

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, კრისტოფ დუგარმა კიკე სეტიენი გააკრიტიკა და მას „ბარსას“ დონეზე არაკომპეტენტური უწოდა.

„სეტიენი მშვენიერი მწვრთნელია, თუმცა არა იმ დონეზე, რომელზეც „ბარსელონა“ თამაშობს. მან არ იცის, რა ან როგორი შეცვლები გააკეთოს.

„ატლეტიკოსთან“ 85-ე წუთზე ბუსკეტსი ანსუ ფატით შეცვალა, გრიზმანი კი მოედანზე მხოლოდ 90-ე წუთზე შეიყვანა. მან არ იცის, საკუთარი გუნდი როგორ უნდა ათამაშოს. მის გარშემო ბევრი პრობლემაა და მათ ვერ უმკლავდება.

დარწმუნებული ვარ, გრიზმანის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, საქმე უბრალოდ ისაა, რომ ეს მწვრთნელი არაკომპეტენტურია. გრიზმანი ამ შემთხვევაში რიგითი მსხვერპლი გამოდგა, მის ადგილას სხვაც შეიძლებოდა ყოფილიყო. მთავარია, რომ სეტიენი ვერ ხვდება, როცა მისი გუნდი სათანადოდ ვერ თამაშობს, თამაშში ძვრები როგორ ან რა ხერხით უნდა შეიტანოს“.

სეტიენის „ბარსელონა“, რომელმაც ბოლო ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა, მორიგ შეხვედრას 5 ივლისს, “ვილიარეალთან“ სტუმრად ჩაატარებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები