„ვინ“? - ანჩელოტიმ არაფერი იცის ფეხბურთელზე, რომელიც 11 წელია ევერტონში ირიცხება
Aa
Aa

„ვინ“? - ანჩელოტიმ არაფერი იცის ფეხბურთელზე, რომელიც 11 წელია ევერტონში ირიცხება

„ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი კურიოზულ ვითარებაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი ინტერვიუსას მას კითხვა ლუკ გარბატის შესახებ დაუსვეს. ეს უკანასკნელი „კანფეტების“ რიგებში 11 წელია ირიცხება, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა მასზე არაფერი იცოდა.

„შეგიძლიათ, რამე გვითხრათ ლუკ გარბატის შესახებ, რომელიც ევერტონს ტოვებს? ის კლუბის ღირსებას 11 წელია იცავს. რატომ გადაწყვიტეთ მისი გაშვება“?

ანჩელოტიმ კითხვას კითხვით უპასუხა: „ვინ“? ამის შემდეგ, კარლო „ევერტონის“ პრესსამსახურის წარმომადგენელს მიუბრუნდა, რათა დაეზუსტებინა რაზე იყო საუბარი, შემდეგ კი, განაგრძო: „ბოდიში, მაგრამ თქვენმა კითხვამ გამაკვირვა. არ ვიცი“.

უცნაური ნამდვილად არაა ანჩელოტის გარბატის შესახებ ინფორმაცია რომ არ აქვს. ინგლისელი ფეხბურთელი 2009-დან 2011 წლამდე „ევერტონის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, მაგრამ ძირითად გუნდში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და „კანფეტებმა" 6-ჯერ გაანათხოვრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები