კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "არ გავჩერდებით, ლივერპული უკეთესი გუნდი გახდება"

„ლივეპრულმა“ 30 წლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა ჩემპიონობა იზეიმა. ამ ტრიუმფის მთავარი შემოქმედი კი იურგენ კლოპია, რომელიც Goal-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი მომდევნო სეზონში უფრო უკეთესები იქნებიან.

„ვერ ვიოცნებებდი იმაზე, რასაც ახლა ვუყურებ, არც ის გამიკეთებია არასდროს, რასაც ჩემმა ბიჭებმა გასულ სეზონში მიაღწიეს. 3 წლის წინ ასეთ წარმატებასთან ახლოსაც არ ვყოფილვართ, წინა სეზონში ნამდვილად ახლოს ვიყავით.

ბოლო 13 თვე ჩვენთვის განსაკუთრებულია. გასული სეზონი ჩემი კარიერისთვის სრულიად გამორჩეული გახლდათ. სტაბილურობა, რომელიც ბიჭებმა აჩვენეს დაუჯერებელია.

ჩვენ არ გავჩერდებით. აუცილებელია, რომ გუნდმა კონცენტრაცია შეინარჩუნოს. გპირდებით, რომ „ლივერპული“ უკეთესი გუნდი გახდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერს მოვიგებთ, მაგრამ უკეთესები გავხდებით“.

„მერსისაიდელები“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავენ და რამდენიმე მოთამაშეს აკვირდებიან. შესაძლოა პირველი მათგანი, რომელიც წითელ მაისურს მოირგებს ტიაგო ალკანტარა გახდეს. ესპანელი „ბაიერნის“ დასატოვებლად ემზადება და Bild-ის ინფორმაციით, მის მიმართ კლოპი დიდ ინტერესს იჩენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები