პრემიერ ლიგას ახალი მეფე ჰყავს - ლივერპული ჩემპიონია!
Aa
Aa

პრემიერ ლიგას ახალი მეფე ჰყავს - ლივერპული ჩემპიონია!

„ლივერპულის“ ქომაგთა 30-წლიანი ლოდინი დასრულდა! მერსისაიდელებმა ოცნება აისრულეს და სანუკვარ თასს დაეუფლნენ!

„ლივერპული“ პრემიერ ლიგის ჩემპიონია! იურგენ კლოპის გუნდმა ტიტული ვადაზე ადრე მას შემდეგ გაინაღდა, რაც მეორე ადგილზე მყოფმა „მანჩესტერ სიტიმ“ „ჩელსისთან“ 3 ქულა ვერ მოიპოვა და 2-1 დამარცხდა.

„წითლებმა“ პრემიერ ლიგა პირველად მოიგეს! იურგენ კლოპმა კი, ჩემპიონთა ლიგას, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატსა და უეფას სუპერთასს პრემიერ ლიგის თასიც მიუმატა.

მერსისაიდული გრანდი მე-7 გუნდი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგა მოიგო. „ლივერი“ „მანჩესტერს“, „ჩელსის“, „სიტის“, „არსენალს“, „ბლექბერნსა“ და „ლესტერს“ შეუერთდა.

„წითლები“ ტიტულების რაოდენობით თავიანთ მოსისხლე მტერს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ მიუახლოვდნენ. „წითელ ეშმაკები“ ინგლისის 20-გზის ჩემპიონები არიან, „ლივერპულის" ანგარიშზე კი, 19 ჩემპიონობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ „ლივერპულმა" ჩემპიონობა 7 ტურით ადრე გაინაღდა და „მანჩესტერ იუნაიტედის" რეკორდი გააუმჯობესა (5 ტურით ადრე).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები